არჩილ თალაკვაძე - მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით სახელობითი მსჯელობა დღეს არ ყოფილა

მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით სახელობითი მსჯელობა დღეს არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით დამატებით გაცნობებთ კონსულტაციების პერიოდში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისთან განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეიცვლება, თუ არა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მინისტრთა კაბინეტის თაობაზე კონსულტაციებს უკვე ახალ პრემიერ-მინისტთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად გააგრძელებს. „უკვე მამუკა ბახტაძესთან ერთად გუნდი განაგრძობს კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე. უახლოეს მომავალში, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ამის შესახებ გახდება ცნობილი. მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით სახელობით დღეს მსჯლეობა არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით დამატებით გაცნობებთ კონსულტაციების პერიოდში. იგეგმება კონსულტაციები გუნდის მონაწილეობით“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა