ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებაზე უზენაეს სასამართლოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ,,საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა - ,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმის გამოყენება“ - გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, შეხვედრას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატების მოსამართლეები და თანაშემწეები, აგრეთვე ანალიტიკური განყოფილების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

„მე-16 ოქმის განმარტება მინისტრთა კომიტეტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილებების მიხედვით - DH-GDR(2012)020, სუბსუდიურობის პრინციპის განმარტება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, პრაქტიკული რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნის ფორმულირებასთან დაკავშირებით, მუხლი 391 - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანს უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანს უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს - ამ თემებზე შეხვედრის მონაწილეებს ევროპის საბჭოს ექსპერტი ნინო ხაინდრავა ესაუბრა,“ - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრის ბოლოს რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.

სამუშაო შეხვედრა ,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმის გამოყენება“ უზენაეს სასამართლოში ხვალაც გაგრძელდება, რომელსაც საერთო სასამართლოების, საქალაქო, სააპელაციო და რეგიონალური სასამართლოების მოსამართლეები და ანალიტიკური განყოფილებების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა