ფიქრია ჩიხრაძე - არ მაქვს მოლოდინი, რომ მინისტრთა კაბინეტი ფუნდამენტურად შეიცვლება

არ მაქვს მოლოდინი, რომ მინისტრთა კაბინეტი ფუნდამენტურად შეიცვლება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტია არსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მკაფიო განმარტებებს უნდა აკეთებდეს და საზოგადოებას მარჩიელობა არ უნდა უწევდეს. პრეზიდენტის მრჩევლის აზრით, სასურველი იქნებოდა პრემიერ–მინისტრის პოსტზე დანიშნულიყო ის, ვინ რეალურად ღებულობს გადაწყვეტილებებს.

„ჩვენ არ ვიცით ახალი პრემიერ–მინისტრი ახალ გუნდს წარმოადგენს თუ იმავე გუნდით გვპირდება ფუნდამენტურ ცვლილებებს. არ მაქვს მოლოდინი, რომ ფუნდამენტურად შეიცვლება მინისტრთა კაბინეტი. თან ამ მოლოდინებზე და ფუნდამეტური ცვლილებების არსზე კი არ უნდა ვმარჩიელობდეთ, მმართველი გუნდი უნდა გვაძლევდეს მკაფიო განმარტებებს. ჩვენ ვერც წინა პრემიერის გადადგომის დროს და ვერც ახლა მივიღეთ ეს ცხადი განმარტებები“, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა