დეპუტატ აზერ სულეიმანოვის და საკრებულოს წევრ რამინ ალახვერდიევის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე პროკურატურა სასამართლოს ხვალ მიმართავს

საქართველოს პარლამენტის წევრის პარტია ,,ნაციონალური მოძრაობიდან“, აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის პარტია ,,ქართული ოცნებიდან“, რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის ნათესავის, ე.გ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ხვალ მიმართავს.

როგორც პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, აღნიშნული ბრალდებულების თაობაზე პროკურატურა ხვალ მიმართავს რუსთავის საქალაქო სასამართლოს, რომ აღმკვეთის ღონისძიების სახე განიხილოს. მისივე თქმით, ამ სამი პირის მიმართ ბრალდება არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებაზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა