მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით სახელობითი მსჯელობა არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით დამატებით გაცნობებთ კონსულტაციების პერიოდში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გუშინ, „ქართული ოცნების“ ოფისთან განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეიცვლება, თუ არა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
მისი თქმით, მმართველი გუნდი მინისტრთა კაბინეტის თაობაზე კონსულტაციებს უკვე ახალ პრემიერ-მინისტთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად გააგრძელებს. „უკვე მამუკა ბახტაძესთან ერთად გუნდი განაგრძობს კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე. უახლოეს მომავალში, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ამის შესახებ გახდება ცნობილი. მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით სახელობით დღეს მსჯლეობა არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით დამატებით გაცნობებთ კონსულტაციების პერიოდში. იგეგმება კონსულტაციები გუნდის მონაწილეობით“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.