ზაქარია ქუცნაშვილი - ვერ ვიტყვით, რომ მამუკა ბახტაძე არის ძალიან გამოცდილი, მაგრამ იქნებ სწორედაც რომ სიახლეა საჭირო

ვერ ვიტყვით, რომ მამუკა ბახტაძე არის ძალიან გამოცდილი, მაგრამ იქნებ სწორედაც რომ სიახლეა საჭირო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

„ბუნებრივია, მას არ აქვს მთავრობაში დიდი ხნის მუშაობის გამოცდილება. ის რამდენიმე თვეა, მინისტრია, თუმცა ამ რამდენიმეთვიანი მინისტრობის დროს მან დაამტკიცა, რომ კარგი თანამშომელი იყო როგორც ფინანსთა სამინისტროს შიგნით, ისე მთავრობაში და პარლამენტთან თანამშომლობაში. ამ ადამიანს კომუნიკაცია არ უჭრის. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ის არის ძალიან გამოცდილი, სულ რამდენიმე თვე იმუშავა მთავრობაში, მაგრამ იქნებ სწორედაც რომ სიახლეა საჭირო; იქნებ სწორედაც რომ ისეთი ადამიანები არიან დღეს საჭირო, ბატონი მამუკას სახით, რომელიც თავისუფალია წარსული კლიშეებისგან და განწყობილია რეფორმატორულად და ინოვაციურად“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა