მამუკა ბახტაძე - ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პატივი, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე პარლამენტში საკუთარი ხედვით წარდგენას უახლოეს დღეებში გეგმავს. როგორც ბახტაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შემდეგ განაცხადა, მისი ხედვები რამდენიმე ძირითად პრინციპზე იქნება დაფუძნებული. ბახტაძემ ასევე მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდსა და მის ხელმძღანელს გამოცხადებული ნდობისთვის.

„ეს არის ძალიან დიდი პატივი, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის. უახლოეს დღეებში მე საქართველოს პარლამენტში წარვსდგები ჩემი ხედვით, რომელიც დამყარებული იქნება შემდეგ ძირითად პრინციპებზე. პირველი - ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამ კუთხით „ქართულ ოცნება“ აქვს დიდი წარმატებები და ამ წარმატებებს სჭირდება გაღრმავება და განმტკიცება. მეორე - ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა მიმართულებით. ამ რეფორმების შედეგად ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, რომელიც შეეხება ყველა ოჯახს და ჩვენს ყველა მოქალაქეს. ჩვენ შევძლებთ და შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის. ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა