ფიქრია ჩიხრაძე - არ მაქვს მოლოდინი, რომ მინისტრთა კაბინეტი ფუნდამენტურად შეიცვლება

არ მაქვს მოლოდინი, რომ მინისტრთა კაბინეტი ფუნდამენტურად შეიცვლება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტია არსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მკაფიო განმარტებებს უნდა აკეთებდეს და საზოგადოებას მარჩიელობა არ უნდა უწევდეს. პრეზიდენტის მრჩევლის აზრით, სასურველი იქნებოდა პრემიერ–მინისტრის პოსტზე დანიშნულიყო ის, ვინც რეალურად ღებულობს გადაწყვეტილებებს.

„ჩვენ არ ვიცით ახალი პრემიერ–მინისტრი ახალ გუნდს წარმოადგენს თუ იმავე გუნდით გვპირდება ფუნდამენტურ ცვლილებებს. არ მაქვს მოლოდინი, რომ ფუნდამენტურად შეიცვლება მინისტრთა კაბინეტი. თან ამ მოლოდინებზე და ფუნდამეტური ცვლილებების არსზე კი არ უნდა ვმარჩიელობდეთ, მმართველი გუნდი უნდა გვაძლევდეს მკაფიო განმარტებებს. ჩვენ ვერც წინა პრემიერის გადადგომის დროს და ვერც ახლა მივიღეთ ეს ცხადი განმარტებები“, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა