ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლების შეცვლა კი არ მოხდება, არამედ მისი ჩამონგრევა

მამუკა ბახტაძემ თავის გამოსვლაში ვერ ჩამოაყალიბა ვერც ერთი პოსტულატი, თუ როგორ ხედავს ქვეყნის განვითარებას, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბურჯანაძის შეფასებით, მას რეალურად არ აქვს გააზრებული, რას ნიშნავს იყო ქვეყნის პირველი პირი.

„მე მესმის ადამიანურად, ის ღელავდა, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინეს, მაგრამ მან თავის გამოსვლაში ვერ ჩამოაყალიბა ვერც ერთი პოსტულატი, თუ როგორ ხედავს ქვეყნის განვითარებას. პრინციპში ეს გასაკვირი არც არის, რადგან მამუკა ბახტაძეს არ აქვს არანაირი პოლიტიკური გამოცდილება, არ აქვს არც ერთი კრიტერიუმი, გარდა იმისა, რომ ის მოსწონს ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მისი შეფასებით, მამუკა ბახტაძე ვერ შეძლებს ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიცაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი თავისი „ქართული ოცნებით“ კრახით დაასრულებს თავის მოღვაწეობას.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ივანიშვილის ექსპერიმენტებს, რომ როგორმე ძალაუფლება შეინარჩუნოს, ეწირება ჩვენი ქვეყნის ინტერესები. მამუკა ბახტაძის გაპრემიერება ჩვენი მოსახლეობის მორიგი დაცინვა და აბუჩად აგდებაა. არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენი ხალხი ამასაც გადაყლაპავს. ახლა უფრო მეტად დარწმუნებული ვაცხადებ, რომ გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, ოღონდ მანამდე ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, შეცვალოს საარჩევნო სისტემა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი, მივა სერიოზულ დაპირისპირებამდე და ხელისუფლების შეცვლა კი არ მოხდება, არამედ მისი ჩამონგრევა“, - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში