აჭარაში რამადან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

ერთთვიანი მძიმე მარხვის შემდეგ, რამადან ბაირამს აჭარაშიც აღნიშნავენ. მორწმუნეებმა სადღესასწაულო ლოცვა ბათუმში მდებარე მეჩეთებში აღავლინეს.

როგორც ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის მუსლიმი მრევლი სამართლებრივად იბრძვის. მისივე განცხადებით, თუ ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვას ბათუმის მერია არ მისცემს, ისინი უნებართვოდ გეგმავენ მორიგი სამლოცველოს მშენებლობას.

მუსლიმ მორწმუნეებს რამადან ბაირამი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც მიულოცა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, მეჩეთის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა