თელავში აგრარული მიმართულების ახალი პროფესიული კოლეჯის დაფუძნებაზე იმსჯელეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჩხენკელი, ბავარიის მევენახეობის სახელმწიფო ინსტიტუტისა და GIZ-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი ესწრებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა გერმანელი პარტნიორების ჩართულობით თელავში აგრარული მიმართულების ახალი კოლეჯის დაარსების პერსპექტივაზე იმსჯელეს, სადაც წამყვანი მიმართულება ღვინის წარმოებისთვის მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსის მომზადება იქნება. უწყების ინფორმაციით, ამ კუთხით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბავარიის მევენახეობის სახელმწიფო ინსტიტუტთან აქტიურად ითანამშრომლებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-გერმანული მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე საქართველოში პროფესიული განათლების სამომავლო განვითარებასაც.

როგორც განათლების და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრის ბოლოს გადაწყდა, გერმანელი პარტნიორები უახლოეს პერიოდში თელავის უნივერსიტეტის რესურსს შეისწავლიან, რისი გათვალისწინებითაც პროფესიული სასწავლების დაარსების სამოქმედო გეგმა და ვადები განისაზღვრება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა