„ალდაგი“ - კომპანია სადაზღვევო ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს

სადაზღვევო კომპანია“ალდაგი“ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ქონებრივი რისკების დაზღვევის ბაზარზე და 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, გამომუშავებული პრემიის მიხედვით, საქართველოს სადაზღვევო ბაზრის 34%-იან წილს ფლობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სადაზღვევო კომპანია „ალდაგიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ავტოდაზღვევის მიმართულებით, „ალდაგს“ ბაზრის 35% უჭირავს, ხოლო ქონების დაზღვევის მიმართულებით - 34%-ს ფლობს. 2018 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში ავტოდაზღვევაში 3,129 სადაზღვევო შემთხვევა ანაზღაურდა, ხოლო ქონებაში - 976. „ალდაგის“ მიერ ანაზღაურებული ზარალი ჯამურად 9.8 მილიონ ლარს შეადგენს.

2017 წელს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ World Finance Global Insurance Awards-ის მიერ საქართველოში საუკეთესო მზღვეველად დასახელდა. „ალდაგი“ უკვე 28 წელია, სტაბილურად ვითარდება და ქმნის ქართული დაზღვევის ისტორიას. World Finance კვარტალური ელექტრონული გამოცემაა რომელიც ფინანსური სექტორის, საერთაშორისო ბიზნესის და მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციების ანალიზს ახორციელებს. ასევე ახდენს დაჯილდოებებს სხვადასხვა მიმართულებით, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა.

Best Life and General Insurance Company, Georgia - ტიტული „ალდაგმა“ 2017 წლის შედეგების მიხედვით მიიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა