ოდესის ოლქში პოლიციამ ტრეფიკინგის მსხვერპლი 30-მდე ადამიანი გაათავისუფლა

უკრაინაში, ოდესის ოლქის ოვიდიოპოლის რაიონში პოლიციამ ტრეფიკინგის მსხვერპლი 30-მდე ადამიანი გაათავისუფლა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა სერგეი კნიაზევმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„30-მდე ადამიანი მათი ნების საწინააღმდეგოდ გამოკეტილი ჰყავდათ და უფასოდ ამუშავებდნენ. მათზე ხორციელდებოდა ფიზიკური და მორალური ზეწოლა. ტრეფიკინგის მსხვერპლთა შორის არის 8 თვის ფეხმძიმე ქალი, რომელიც ამ პერიოდში არასდროს ყოფილა ექიმთან“, - წერს კნიაზევი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა