ზაზა სარალიძე შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება. სარალიძის გამოკითხვა ამ საქმეზე ორი დღის წინ დაიწყო და დღეს გრძელდება. როგორც ჟურნალისტებს შსს-ში შესვლამდე ზაზა სარალიძემ განუცხადა, ის საგამოძიებო უწყებას მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მიაწვდის.

"გუშინწინ რაზეც ვიყავი, იგივე საქმის გამო ვარ ახლაც გამოკითხვაზე. ფაქტობრივად, კითხვებს იქით ვსვამ. რა პრეტენზიებიც გამაჩნია გამოძიებასთან, პროკურატურასთან, ექსპერტებთან იმაზე ვსაუბრობ. ორი დღის წინ ვერ შევძელით რომ ეს კითხვები ბოლომდე ჩამოგვეყალიბებინა. მათ მიერ დასმულ კითხვებსაც ვუპასუხებ სრულად და გულწრფელად. ვითხოვ, გამომძიებლებიდან დაწყებული მთავარი პროკურორით და თუ ვინმე მასაც მფარველობდა და გამოიკვეთება ამ საქმეში ყველას დაკავებას, მათ შორის არასრულწლოვნებისაც. წესით აქამდე უნდა მიეცათ ყველა პასუხისგებაში და ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადადგავენ", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი აზრით, გამოძიება არასწორი გზით მიდის და იმ მოცემულობას არ ცდება, რაც თავის დროზე პროკურატურამ დადო.

"სამწუხაროდ, სიას არ მაცნობენ, ვის და როგორ კითხავენ. ჩემი გადასახედიდან მცდარი გზით მიდის შსს. თავიანთი გადასახედიდან შეიძლება სწორ გზას ადგანან. ფაქტია, რომ რა მოცემულობაც ჰქონდა პროკურატურას, იგივე მოცემულობის გატანა უნდათ სააპელაციო სასამართლოში. სიმართლე გითხრათ, საფუძველს ვერ ვხედავ აქ შესვლის, მაგრამ მაინც მივაწვდი ყველა ინფორმაციას და ვნახოთ, რა იქნება", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა