მიხეილ ჩხენკელი ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მიხეილ ჩხენკელი ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალურ დირექტორ კრისტიან დანიელსონს, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორ კრისტინა რუსოს, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორ ლორენს მერედიტსა და ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც სკოლამდელი განათლების, ასევე, ზოგადი, უმაღლესი, პროფესიული განათლებისა და მეცნიერების განვითარების საკითხებს. ყურადღება გამახვილდა განათლების ყველა საფეხურზე ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობასა და საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილ და მიმდინარე სიახლეებზე. მათ შორის, პროფესიული კოლეჯების უმაღლესი განათლების ბაზაზე დაფუძნების საკითხზე, პროფესიული განათლების სტუდენტთა გაცვლით პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობებზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში აგრარული კოლეჯის განვითარების საკითხსა და ახალ კანონპროექტზე, რომელიც პროფესიულ განათლებაში არსებულ ბარიერებს დაარეგულირებს.

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ევროკომისიის რეგიონული მნიშვნელობის ინიციატივებზე, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოში ევროპული სკოლის გახსნის პროექტი. აღნიშნულ სკოლაში ქართველ მოზარდებთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსწავლეებიც შეძლებენ სწავლას. ამ ეტაპზე პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და სკოლა ფუნქციონირებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყებს.

ევროკომისიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ევროკომისიისთვის განათლების სფერო პრიორიტეტულია. შესაბამისად, მათი თანამშრომლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა