არსებული ინფორმაციით, გლდანში მოკლულ ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული

არსებული ინფორმაციით, გლდანში მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მამაკაცის ცხედარი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ეზოში იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 –ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა