17 ივნისს “ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღე გაიმართება

17 ივნისს, ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ღონისძიების ინიციატორია მწერალი დათო ტურაშვილი.

“ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღეს ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, პოემიდან მისთვის საყვარელი სტროფი წაიკითხოს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მწერლებიც და სკოლის მოსწავლეებიც.

„დამოუკიდებლობის დარბაზში სპეციალურად ამ დღისთვის წარმოდგენილი იქნება ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემები“, - ნათქვამია ბიბლიოთეკის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა