თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი 10 მლნ ლარამდე თანხით გაიზარდა

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი 10 მლნ ლარამდე თანხით გაიზარდა. ბიუჯეტის ზრდის საკითხს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მხარი საკრებულოს უმრავლესობამ, 29 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, ერთხმად დაუჭირა. საკითხი სხდომაზე განსახილველად თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.

საკითხის განხილვამდე დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებდნენ, რომ საბიუჯეტო თანხები პროექტებზე არამიზნობრივად გადანაწილდა. საუბარი იყო მერიის სარეზერვო ფონდში გადარიცხულ 0,5 მლნ ლარზეც, მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასების გაზრდის პრობლემაზე და ასე შემდეგ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 2018 წლის თბილისის ბიუჯეტი 10 მლნ ლარამდე თანხით გაიზარდა.

„თქვენ იცით, რომ ფინანსთა სამინისტროდან მიღებულია მიზნობრივი ტრანსფერი, რომელიც კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით გამოიყო. ამ გადაწყვეტილების ასახვა მოხდა ბიუჯეტში. ასევე პროგრამებში არის გარკვეული გადანაწილები. იცით, რომ საკრებულოს წინა სხდომაზე ქალაქის მასშტაბით დავამატეთ ავტობუსის 7 ხაზი. შესაბამისად, საჭიროა უფასო მგზავრობისთვის სუბსიდიების ბიუჯეტში ასახვა" , - განაცხადა ტყემალაძემ.

მისივე თქმით, სხვა პროგრამებიდან თანხების გადანაწილების შედეგად, საბოლოო ჯამში, 16 მლნ ლარამდე თანხით გაიზარდა ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები, ხოლო 2,8 მლნ ლარი უფასო მგზავრობისთვის.

ამდენად, თბილისის 2018 წლის წლევანდელი ბიუჯეტის მოცულობა 906,800 მლნ ლარია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა