ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობის საქმის გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაულის მუხლით გრძელდება

ქობულეთში სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობასთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანომ "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს, - ამის შესახებ ქობულეთის პოლიციის უფროსმა ვახტანგ ტერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდა. როგორც ვახტანგ ტერაშვილმა განმარტა, გამოძიება კონფლიქტის მიზეზებს დაადგენს.

"პოლიციელებისა და კრიმინალების მეგობრობა არასდროს გამოდის. ვუსამძიმრებ ოჯახს. გარდაიცვალა ძალიან ღირსეული პოლიციელი, ღირსეული მამა. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს - გვიან ღამით ქობულეთში მუხაესტატეს განყოფილების უფროსი მურად ანთაძე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც კრიმინალმა ცივი იარაღის გამოყენებით მიაყენა გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამწუხაროდ გადარჩენა ვერ მოხერხდა. დამნაშავე დაკავებული იქნა შემთხვევის ადგილზე. რაც შეეხება კონფლიქტის მიზეზებს, ამას გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა ვახტანგ ტერაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა