სოფელ იორმუღანლოში ხვალ სამედიცინო ცენტრი „დიაგნოზი“ დაიწყებს ფუნქციონირებას

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ხვალ სამედიცინო ცენტრი “დიაგნოზი“ დაიწყებს ფუნქციონირებას. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის აპარატურით. პაციენტებს მოემსახურებიან როგორც ადგილობრივი ქართველი და აზერბაიჯანელი ექიმები, ასევე თბილისიდან - წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოდან და კლინიკა “მზერადან“ მიწვეული, ყველა მიმართულების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.

პაციენტებს ადგილზე ჩაუტარდებათ ლაბორატორიული, ექოსკოპიური და რენტგენოგრაფიული გამოკვლევები. სამედიცინო ცენტრ “დიაგნოზს“ ექნება არა მხოლოდ პოლიკლინიკის, არამედ ემერჯენსისა და დღის სტაციონარის პროფილიც. შესაბამისად, 24-საათიან გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს ადგილობრივ მოსახლეობას.

“დიაგნოზი“ პირველი კლინიკაა, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულენოვან სოფლებში გაიხსნება.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა