ქართული დელეგაცია სამუშაო ვიზიტით მინსკში იმყოფებოდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იური ნოზაძის ხელმძღვანელობით, ქალაქ მინსკში, სამუშაო ვიზიტით ქართული დელეგაცია იმყოფებოდა.

უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილესთან იგორ ბრილოსთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სელექციის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრა გაიმართა ბელარუსის კოოპერაციულ კავშირში. შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის ა/რ მინისტრი ავთანდილ მესხიძეც ესწრებოდა, საქართველოდან ბელარუსის რესპუბლიკაში ციტრუსისა და ხილის ექსპორტის გაზრდის და უფრო მოქნილი მექანიზმის ამოქმედების საკითხზეც იმსჯელეს.

შეხვედრა გაიმართა ბელარუსის სახელმწიფო აგრარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთანაც, სადაც ქართველი სპეციალისტების, ვეტერინარებისა და ზოოტექნიკოსების კვალიფიკაციის ამაღლების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული აკადემიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში, სადაც კვლევით სამუშაოები ხორციელდება სხვადასხვა ხილის, ჟოლოს, ლურჯი მოცვის, ანწლის, ახალი სახის კენკროვნების შექმნისა და პრაქტიკული გამოყენების მიზნით. ცენტრში არსებულ ინ-ვიტრო ლაბორატორიაში უვირუსო ნერგები გამოყავთ. მხარეებმა აღნიშნულ ცენტრსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს.

ვიზიტის ფარგლებში, ქართულ კომპანიას “კავკაზ-გენეტიკა“ და ბელარუსულ კომპანიას “Белплемживобъинение“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოში ერთობლივად განხორციელდება პირუტყვის ხელოვნურად განაყოფიერების პროცედურები, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი პირუტყვის ჯიშობრივ გაუმჯობესებას და შედეგად, მეცხოველეობის დარგის პროდუქტიულობის გაზრდას.

ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შპს “საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები, ბელარუს კოლეგებთან ერთად, სადრენაჟო სამუშაოების ტექნიკის საველე პირობებში მუშაობის პროცესს გაეცნენ. განხილულ იქნა საქართველოს გრუნტს და რელიეფს მორგებული სამელიორაციო ტექნიკის შეძენის შესაძლებლობები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა