თამარ ხულორდავა ირლანდიელ სენატორს და საერთაშორისო და ევროპულ საკითხთა ინსტიტუტის (IIEA) საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა ერთობლივი კომიტეტის წევრს, სენატორ ჯერარდ კროგველს და საერთაშორისო და ევროპულ საკითხთა ინსტიტუტის (IIEA) საბჭოს თავმჯდომარეს რუარი ქვინს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხულორდავამ ჯერარდ კროგველს და რუარი ქვინს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ასევე, ევროკავშირთან დაახლოების პროცესი გააცნო.

საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგსა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობას. ირლანდიურმა მხარემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხედვა და ევროინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებული სამუშაო დადებითად შეაფასა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს დასავლურ სტრუქტურებისკენ სწრაფვის პროცესზე საპარლამენტო მონიტორინგის მნიშვნელობა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკური პოლიტიკის და განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებას დაეთმო.

“ირლანდიის პარლამენტი მზად არის, საქართველოს პარლამენტს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს, როგორც საპარლამენტო ზედამხედველობის, ისე კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით“, - განაცხადა სენატორმა.

როგორც თამარ ხულორდავამ აღნიშნა, საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისაღწევად, კომიტეტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ პარლამენტებთან პოლიტიკურ კონსულტაციებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

შეხვედრის დასასრულს ირლანდიელმა სენატორმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები გამოცდილების გაზიარების და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ირლანდიაში მიიწვია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა