დონალდ ტრამპი - ბარაქ ობამამ დაკარგა ყირიმი, რადგან ვლადიმერ პუტინი პატივს არ სცემდა მას და აშშ-ს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ ადანაშაულებს წინამორბედ ბარაქ ობამას და აცხადებს, რომ სწორედ მან ჩააბარა ყირიმი რუსეთს.

ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას, გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ობამაა პასუხისმგებელი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე, რადგან, მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი პატივს არ სცემდა ობამასა და აშშ-ს. ამის შესახებ გამოცემა „The Hill“ იუწყება.

„პრეზიდენტმა ობამამ დაკარგა ყირიმი. იმისთვის, რომ თქვენ იცოდეთ, ეს იყო მანამდე, ვიდრე მე აქ მოვაღწევდი. პრეზიდენტმა ობამამ დაკარგა ყირიმი“, - განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტების თხოვნაზე, აეხსნა საკუთარი ბრალდებები, პრეზიდენტმა აღნიშნა: „ეს მისი ბრალია. იმიტომ, რომ პუტინი პატივს არ სცემდა პრეზიდენტ ობამას. პრეზიდენტმა ობამამ დაკარგა ყირიმი, რადგან პრეზიდენტი პუტინი პატივს არ სცემდა ობამას, ჩვენ ქვეყანას და პატივს არ სცემდა უკრაინას“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა