ქუთაისის ოპერის თეატრმა 49-ე სეზონი დახურა

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 49-ე თეატრალური სეზონი დახურეს. შემოქმედებითი სეზონი რევაზ ლაღიძის ოპერით „ლელა“ დაიხურა. სპექტაკლი ცნობილი საოპერო მომღერლის, ზურაბ ანჯაფარიძის თაოსნობით რამდენიმე ათული წლის წინ დაიდგა და ის მოგვიანებით რეჟისორმა მაია გაჩეჩილაძემ აღადგინა.

„შემოდგომაზე საიუბილეო რიგით 50-ე შემოქმედებით სეზონს გავხსნით, გაისად კი ქალაქი ღირსეულად აღნიშნავს ოპერის თეატრის იუბილეს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიმა ირინე ლომინაძემ.

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 1969 წელს გაიხსნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა