ირაკლი კობახიძე - მთავრობის ახალი შემადგენლობა მომდევნო კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება

ორშაბათს ბიუროს სხდომაზე უკვე დავამტკიცებთ მთავრობის განხილვის გრაფიკს. მთავარია, მანამდე, მამუკა ბახტაძემ წარმოადგინოს მთავრობის შემადგენლობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობის შემადგენლობის შერჩევა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის პრეროგატივაა და ამასთან დაკავშირებით, ინტენსიური კონსულტაციები გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობის ფორმირების პროცესი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დასრულდება.

„ბატონი მამუკა ბახტაძე შეარჩევს მინისტრობის კანდიდატებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მასთან კონსულტაციები. სავარაუდოდ, დღეს-ხვალ გვექნება საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელებს, ბუნებრივია, მთავრობის შემადგენლობას, რომელიც იქნება წარდგენილი საქართველოს პარლამენტში. უკვე მომდევნო კვირაში, სავარაუდოდ, დასრულდება მთავრობის ფორმირების პროცესი. შვიდდღიანი ვადა აქვს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მთავრობის დასახელებისთვის, თუმცა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მთავრობის შემადგენლობა დასახელდება უფრო ადრე და შესაბამისად, ჩვენ მომდევნო კვირის განმავლობაში უკვე ჩამოვაყალიბებთ მთავრობის შემადგენლობას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მთავრობის შემადგენლობაში იქნება ცვლილებები, თუმცა, ამ ცვლილებების მასშტაბი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ, მთავრობის შემადგენლობის დასახელების შემდეგ გამოჩნდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა