ბექა ოდიშარია - ბოლო პერიოდში რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან შეუფერებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გახშირდა

ბოლო პერიოდში (ვფიქრობ ხელოვნურად) ორკესტრირებულად გახშირდა რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან კონკრეტული ადამიანების მიმართ, ქართული საზოგადოებისა და მენტალობისათვის მიუღებელი, შეუფერებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რაც ბუნებრივია, თავისი არსით პროვოკაციაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. მისივე თქმით, კიდევ უფრო შემაშფოთებელია ამ განცხადებებში პოლიტიკოსების ოჯახის წევრების მიმართ ცილისწამების ტირაჟირება.

„კიდევ უფრო შემაშფოთებელი და ამაზრზენია ამ განცხადებებში პოლიტიკოსების შვილების, ოჯახის წევრის ირიბი თუ პირდაპირი ლანძღვა და მათ მიმართ ცილისმწამებლური თუ სხვა იაფფასიანი ტყუილების ტირაჟირება. ეს ყველაფერი განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც მოზარდებს შორის აგრესიული დაპირისპირებების კასკადმა და გამომდინარე ტრაგიკულმა შედეგებმა, და ამ მოვლენით საზოგადოების შეშფოთებამ სამართლიანად გადააჭარბა სხვა ნებისმიერ სოციალურ პრობლემას.

მე მინდა კითხვა დავუსვა ამ პასკვილური განცხადებების ავტორებს, არიან კი ისინი მზად აიღონ პასუხისმგებლობა იმ შესაძლო სავალალო შედეგებზე , რაც შეიძლება მოჰყვეს თუნდაც თანატოლების მიერ ზემოდხსენებული ახალგაზრდა ადამიანების, პოლიტიკოსების შვილების, ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ აგრესიულ ქმედებებს?! პატივცემულო ოპონენტებო, პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ყველაფრის კადრება არ შეიძლება! გვახსოვდეს, რომ არსებობს ამ ქვეყნად გაცილებით მეტი ღირებულებები, მიზნები და ამოცანები, ვიდრე სურვილი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა!",- აცხადებს ოდიშარია.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა