ირაკლი კობახიძე - ძველი თბილისის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების თვალსაზრისით

ძველი თბილისის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების თვალსაზრისით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ხარისხიანად მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისთვის დედაქლაქის მერიას მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ისტორიული ნაწილის, ძველი თბილისის რეაბილიტაცია. ეს არის მნიშვნელოვანი როგორც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე ზოგადად, ქალაქის მრავალმხრივი განვითარების კუთხით. ეს საქმე აუცილებლად ქალაქის სიყვარულით, გულით უნდა გაკეთდეს. მე ვხედავ, რომ ასე კეთდება ეს საქმე. ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქალაქის მერს კახა კალაძეს და მთლიანად მერიას, რომელიც დაკავებულია ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა