გიორგი ვაშაძე - ბოლო დღეების მანძილზე ჩვენ ვხედავთ „ქართულ ოცნებას“, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ პირდაპირ ძალადობაზე გადავიდა

ბოლო დღეების მანძილზე, ჩვენ ვხედავთ „ქართულ ოცნებას“ რომელიც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ პირდაპირ ძალადობაზე გადავიდა, – ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მმართველი პარტიის მხრიდან ძალადობის გამოვლინება რუსთაველის გამზირზე უკანონო დაკავებებით დაიწყო და მარნეულსა და ოზურგეთში ოპოციზიური პარტიის დეპუტატის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებებით გაგრძელდა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ძალადობრივი ქმედებების საპასუხოდ „ქართული ოცნების“ ლიდერები უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ.

„ქალბატონმა ჩუგოშვილმა, რომელიც წარსულში უფლებადაცვითი საქმინობით იყო დაკავებული, საკუთარ განცხადებაში მომხდარი წარმოაჩინა, თითქოს ოპოზიციონერი დეპუტატი ბესო ქათამაძე მივიდა „ქართული ოცნების“ ფრაქციის წარმომადგენლებთან, მიიტანა გარკვეული ბლაგვი საგანი და მისცა ხელში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. ფაქტობრივად ჩუგოშვილის განცხადებიდან ჩანს, თითქოს ბესო ქათამაძემ, ძალით ჩააარტყმევინა და გაატეხინა თავი „ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატებს.

ქვეყანაში შექმინილია საგანგაშო სიტუაცია ძალადობის კუთხით. ჩვენ „ახალი საქართველო“ როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური ძალა, მოვითხოვთ: დაუყოვნებლივ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულ ძალადობასთან დაკავშირებით;

მივმართავთ სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ მოახდინოს მკაცრი რეაგირება აღნიშნულ დანაშაულებებთან დაკავშირებით, რათა გამოყენებული იყის ქვეყნის შიგნით, თუ საგარეო კუთხით არსებული ყველა მექანიზმი, რათა შეჩერდეს ეს ძალადობა;

მივმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას - ჩვენი ერთიანი პოზიცია ამ ძალადობებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია. გთხოვთ თითოეულმა ოპოზიციურმა ძალამ, დააფიქსირეთ საკუთარი მკვეთრი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით;

მივმართავთ სამოქალაქო სექტორსა და არასამათავრობო ორგანიზაციებს - აქტიურად ჩაერთონ ძალადობის აღკვეთის პროცესში. მოდით, ერთობლივად დავიწყოთ კომუნიკაცია საერთაშორიო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს სჭირდება ფუნდამენტურად ახალი თაობის რეფორმები.

15 ივნისს, ოზურგეთის საკრებულოს შენობაში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ბესო ქათამაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე “ქართული ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს ბრალი წარედგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა