თენგიზ ფხალაძემ შავი ზღვისა და ბალკანეთის ფორუმზე ნატო-ს მომავალი სამიტის სამზადისზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში შავი ზღვისა და ბალკანეთის ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ფორუმზე, რომელიც ნატო-სა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება, თენგიზ ფხალაძე სიტყვით გამოვიდა და რეგიონისა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს როლზე ისაუბრა.

პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა ნატო-ს მომავალი სამიტის სამზადისზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის.

თენგიზ ფხალაძემ იმ შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი, რასაც საქართველო საერთაშორისო პარტნიორობისა და კეთილდღეობისთვის ქმნის. მან ასევე მიმოიხილა ჰიბრიდული საფრთხეები და რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული პოლიტიკა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევების ფაქტები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა