ბახმაროში მეხის ჩამოვარდნას 54 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ამინდის გაუარესებისა და უხვის ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სამაშველო სამუშაოები საქართველოს რამდენიმე რეგიონში აწარმოეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობდა გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლსა და კახეთის რეგიონში.

ამ დროისთვის სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია.

უწყების ინფორმაციით, სოფელ ნასაკირალში ნაძვზე მეხის დაცემის შედეგად ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ლიკვიდირებულია.

ბახმაროში კი მეხის ჩამოვარდნამ 54 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მცხეთა-მთიანეთში ფშავის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო, რამდენიმე საათი შეზღუდული იყო სამანქანო მოძრაობა.

ქვემო ქართლში, მარნეულში ძლიერი ნალექის გამო, 8 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა უკვე დაასრულეს ამოტუმბვითი სამუშაოები. გარდა ამისა, დაიტბორა რუსთავის მე-8 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორია.

კახეთში წყლის მოვარდნის გამო ჩაიხერგა გომბორი-თელავის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი, რის გამოც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სამანქანო მოძრაობა შეიზღუდა. გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია, მოძრაობა აღდგენილია.

გურჯაანში დაიტბორა გამგეობის შენობის სარდაფი და ერთი საცხოვრებელი სახლი. ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.

ბახმაროში მომხდარი უბედური შემთხვევის გარდა, სხვა რეგიონებში სტიქიის გამო დაშავებულები არ არიან.

16-18 ივნისს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალები სრულ მზადყოფნაში არიან, რათა დროულად მოხდეს ყველა შემთხვევაზე რეაგირება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა