ირაკლი კობახიძე - მამუკა ბახტაძე შეირჩა სწორედ იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომ მას აქვს ღრმა განათლება და ძალიან ღრმა გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით

მამუკა ბახტაძე პრემიერ მინისტრის პოზიციისთვის ღირსეული კანდიდატია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის კრიტიკის პასუხად განუცხადა.

„ბუნებრივია, ოპონენტები ამას იტყვიან, ეს არის მათი საქმე, თუმცა, ბატონი მამუკა შეირჩა სწორედ იმ პრინციპის და იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომ მას აქვს ღრმა განათლება, მას აქვს ძალიან ღრმა გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მართვის მიმართულებით, მათ შორის, საჯარო სფეროში. ის იყო ძალიან კარგი, ღირსეული კანდიდატი ამ პოზიციისთვის და ზუსტად ამ კრიტერიუმების საფუძველზე მიიღო ჩვენმა გუნდმა შესაბამისი გადაწყვეტილება“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საჭიროა პოლიტიკის განახლება სხვადასხვა მიმართულებით და მმართველი გუნდი ახალ ინიციატივებს ელოდება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა სამთავრობო პოლიტიკას ახალ ენერგიას შესძენს და პოლიტიკის სწორი მიმართულებით განახლებას უზრუნველყოფს.

„სხვადასხვა მიმართულებით არის საჭირო პოლიტიკის განახლება, ჩვენ ველოდებით ახალ ინიციატივებს, ბატონი მამუკა გამოირჩევა იმით, რომ მას ჰქონდა ძალიან საინტერესო ინიციატივები. ამ ინიციატივებს მხარი დაუჭირა თავის დროზე პარლამენტმა და ჩვენ ვხედავთ უკვე ხელშესახებ შედეგებს ამ ინიციატივებიდან გამომდინარე. ახლა მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები. მე არ დავასწრებ, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს. მან თავად უნდა წარმოადგინოს ინიციატივები, ჩვენ გვექნება სერიოზული მსჯელობა ამასთან დაკავშირებით პარლამენტში და მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა უზრუნველყოფს ჩვენი პოლიტიკის განახლებას სწორი მიმართულებით და ახალ ენერგიას შესძენს ჩვენს სამთავრობო პოლიტიკას“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა