თბილისის მერი ღოღობერიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე საგზაო სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.

როგორც კალაძემ სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა, ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაცია მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

„აქ როდესაც წინასაარჩევნოდ ვიყავით, ძალიან შეწუხებული იყო მოსახლეობა ორი რამის გამო, ერთი რომ გზა არ ჰქონდათ და მეორე - საშენი მასალა იყო დაყრილი ქუჩაზე, რომელზეც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. ძალიან დიდი უკმაყოფილება იყო და მოსახლეობას დავპირდით, რომ საგზაო ინფრასტრუქტურას მოვაწყობდით. 400 ათას ლარზე ცოტა მეტი ჯდება ამ პროექტის განხორციელება და დაახლოებით, 2 თვეში დასრულდება. ბორდიურები და განათება მოწესრიგდება“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზის სავალ ნაწილზე ძველი საფარის მოხსნა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 5 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა - მოეწყობა ბორდიური, ტროტუარი და დაიგება ორფენიანი ასფალტის საფარი.

მათივე ცნობით, ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ, რაიონის ცენტრალურ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება. აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია მთლიანად ნაძალადევის რაიონისთვის და ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ღოღობერიძის ქუჩის კაპიტალური შეკეთებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 400 000-მდე ლარი გამოიყოფა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა