საბერძნეთისა და მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაკედონიის ახალ კონსტიტუციურ სახელზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

საბერძნეთისა და მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნიკოს კოტზიასმა და ნიკოლა დიმიტროვმა მაკედონიის ახალ კონსტიტუციურ სახელზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

აღნიშნულ შეთანხმებას ისტორიულს უწოდებენ, რითაც სრულდება ორ ქვეყანას შორის დავა, რომელიც 27 წელი გრძელდებოდა და რომელიც ოფიციალურ სკოპიეს კარს უხსნის ევროკავშირის და ნატო-ს წევრობისკენ.

შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია ფსარადეს დასახლებაში მოხდა, ორ ქვეყანას შორის საზღვარზე. ცერემონიას საბერძნეთისა და მაკედონიის პრემიერ-მინისტრები ალექსის ციპრასი და ზორან ზაევი დაესწრნენ.

ალექსის ციპრასის თქმით, ეს ისტორიული ნაბიჯია და „ორი ქვეყანა სტაბილურობის ახალ ეპოქას ხსნის“. თავის მხრივ, ზორან ზაევმა აღნიშნა, რომ „საბერძნეთი და მაკედონია პარტნიორები და მოკავშირეები არიან“.

შეთანხმების თანახმად, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის მაკედონიის ოფიციალური სახელი იქნება „რესპუბლიკა ჩრდილოეთ მაკედონია“.

შეთანხმების რატიფიცირება მაკედონიის პარლამენტმა უნდა მოახდინოს, რის შემდეგაც საბერძნეთმა ევროკავშირსა და ნატო-ს უნდა მიმართოს მაკედონიის აღნიშნულ ორგანიზაციებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა