გიორგი კახიანი - ახალი მთავრობა კვირის ბოლომდე დამტკიცდება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, ახალი მთავრობა კვირის ბოლომდე დამტკიცდება.

ამის შესახებ კახიანმა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„კვირის ბოლომდე ახალი მთავრობა გვეყოლება. უკვე დაიწყება საკომიტეტო განხილვები. ერთი დღე დაეთმობა საკომიტეტო განხილვებს და მინისტრობის კანდიდატებთან გაიმართება შეხვედრები. ერთი დღის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობა-უმცირესობაში და ფრაქციების ფორმატში მოვუსმენთ მინისტრობის კანდიდატებს, ხოლო ამის შემდეგ პლენარულ სხდომაზე მოხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარე კვირას ეს პროცესი დასრულდება და კვირის ბოლომდე ახალი მთავრობა გვეყოლება“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა