რომან გოცირიძე - ორმაგი დატვირთვის მქონე თეა წულუკიანის გაშვება ეტყობა ხელისუფლებისთვისაც პრობლემურია

ორმაგი დატვირთვის მქონე თეა წულუკიანის გაშვება ეტყობა ხელისუფლებისთვისაც პრობლემურია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ განუცხადა. მისი თქმით, „ეტყობა, წულუკიანს აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია და ის არის “შავი სამუშაოს” შემსრულებელი“.

"თეა წულუკიანი არის ერთადერთი მინისტრი, რომელიც არ შეცვლილა ამ 6 წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს ორ რამეს - მას აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია და ის არის შავი სამუშაოს შემსრულებელი. ორმაგი დატვირთვის მქონე ადამიანის გაშვება ეტყობა ხელისუფლებისთვისაც არის პრობლემური", - განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება სამთავრობო ოპტიმიზაციას, მისივე თქმით, მისასალმებელია თუ მოხდება ოპტიმიზაცია და გაუქმდება აბსოლუტურად უსარგებლო სტრუქტურები.

"საერთოდ არ არის საჭირო ინფრასტრუქტურის სამინისტროს სათავო ოფისი. მკვდარი ორგანიზაციაა ეკონომიკის სამინისტრო. მრავალი სხვა სამინისტრო თუ გაუქმდება, ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. საქმე კეთდება მათ დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურებში და არა სათავო სტრუქტურაში",- აღნიშნა გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა