გამოცდებისა და ტესტირებების დროს ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

გამოცდებისა და ტესტირებების მიმდინარეობისას ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება შესაძლებელი იქნება, რასაც დღეს კანონი ფაქტობრივად გამორიცხავს.

შესაბამისი ცვლილებები “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, საჯარო და კერძო დაწესებულებებს შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი შენობების ვიდეოთვალთვალი, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისგან დაცვისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის. სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, ან საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისთვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია.

კანონში დაგეგმილი ცვლილებებით კი განისაზღვრება, რომ საჯარო და კერძო დაწესებულებების შენობების ვიდეოთვალთვალი, ასევე სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის ან საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისთვის, ასევე საგამოცდო/ტესტირების მიზნებისათვის.

“გამოცდების/ტესტირებების შეუფერხებლად და კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით ჩატარებისათვის აუცილებელია შესაბამისი შენობებისა და შენობებში განთავსებულ სამუშაო სივრცეში ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება, რათა განხორციელდეს გამოცდის/ტესტირების მიმდინარეობის პროცესზე პირდაპირი დაკვირვება და ვიდეოჩანაწერების (მათ შორის აუდიოჩანაწერების) გაკეთება. აღნიშნულ შემთხვევებში ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება აუცილებელია: გამოცდაზე მონაწილე პირთა (მაგალითად, აბიტურიენტი, მაგისტრანტობის კანდიდატი, მასწავლებელი და სხვა მონაწილე) უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის/საგამოცდო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფისთვის. მაგალითად, აბიტურიენტს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ამ ფაქტის არსებობა/არარსებობის საკითხზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი საგამოცდო სექტორის (ოთახის) ვიდეოჩანაწერის ნახვით, საიდანაც დადგინდება, მოხდა თუ არა პრეტენზიის წარმდგენი აბიტურიენტის უფლებების დარღვევა ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების - მაგალითად, ცენტრის თანამშრომლების (მეთვალყურე/კურატორის) მიერ ან მაგალითად, სხვა აბიტურიენტის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას სხვა პირების მიერ (აბიტურიენტისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დადგინდეს საგამოცდო/ტესტირების მიზნებისთვის ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენების

შესაძლებლობა“, - განმარტავს განათლების სამინისტრო.

კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს