ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ხვდება

ოზურგეთის საკრებულოს შენობაში, საკრებულოს თავმჯდომარეს დათო დარჩიას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დავით მჟავანაძე, ნიკა მელია და ბესო ქათამაძე ხვდებიან.

საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში შესვლისას მცირე ინციდენტი მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეხვედრაზე ჟურნალისტების დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა მედია საბოლოოდ შეხვედრაზე არ შეუშვეს და შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით მჟანავაძემ განაცხადა, ისინი რიგგარეშე სხდომაზე თავმჯდომარის გადაყენებას მოითხოვენ.

საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლელა საჯაიამ კი მიმდინარე პროცესის კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციაა.

ოზურგეთის მერიის შენობასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და სოფელ ნასაკირალის მოსახლეობა საპროტესტო აქციას რამდენიმე საათია მართავენ. ისინი რამდენიმე დღის წინ საკრებულოს დეპუტატ ბესო ქათამაძეზე თავდასხმის ფაქტს აპროტესტებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა