„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის შეხვედრა დასრულდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის დათო დარჩიას შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ბესო ქათამაძემ განაცხადა, თუ არ დაისჯებიან ინციდენტში მონაწილე პირები და იმ დეპუტატებს, რომლებიც მას თავს დაესხნენ, სადეპუტატო მანდატი არ შეუწყდებათ, აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.

როგორც ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელაძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა მომხდარის შესახებ წერილობით აცნობეს. მისი თქმით, დოკუმენტს გაეცნობიან და შემდეგ ექნებათ შესაბამისი რეაგირება.

ამ წუთებში საპროტესტო აქცია ოზურგეთის საკრებულოს შენობასთან გრძელდება.

ოზურგეთის მერიის შენობასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და სოფელ ნასაკირალის მოსახლეობა საპროტესტო აქციას რამდენიმე საათია მართავენ. ისინი რამდენიმე დღის წინ საკრებულოს დეპუტატ ბესო ქათამაძეზე თავდასხმის ფაქტს აპროტესტებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა