შსს გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს შეისწავლის, კადრებში დაფიქსირებული პირები კი გურიის პოლიციის დეპარტამენტში დაიკითხებიან

შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს შეისწავლის. ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, კადრებში დაფიქსირებული პირები გურიის პოლიციის დეპარტამენტში დაიკითხებიან.

„ამ ფაქტის ირგვლივ, ასევე, ჩატარდება სხვა საგამოძიებო მოქმედებები. აღნიშნული პირების დაკითხვა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 ივნისს ოზურგეთის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის - ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტზე დაიწყო. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს“, - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა და ბრალი წარედგინა ინციდენტში მონაწილე პირს, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, ტარიელ აროშიძეს.

„კურიერმა“ გაავრცელა კადრები, სადაც საუბარია, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი "ნაციონალური მოძრაობის" წევრს „ქართული ოცნების“ დეპუტატებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას სთავაზობს. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების თქმით, მმართველი გუნდის წევრებმა მათ საჩივრის გამოტანის სანაცვლოდ, "ქართული ოცნების" წევრებთან ფიზიკური ანგარიშსწორება შესთავაზეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა