“ვითიბი ბანკმა“ სამომხმარებლო სესხზე საზაფხულო აქცია დაიწყო

15 ივნისიდან “ვითიბი ბანკი“ მომხმარებელს სამომხმარებლო სესხზე საზაფხულო აქციას სთავაზობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში შესაძლებელია 45 000 ლარამდე სესხის აღება 5 წლამდე ვადით.

“წლიური საპროცენტო განაკვეთი 6,9%-დან 13,9%-მდე (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 16,4%-დან - 17%-მდე). აქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს გააერთიანოს სესხები, შეიმციროს შენატანი და გადახდა დაიწყოს 3 თვის შემდეგ.

აქციის ფარგლებში, სამომხმარებლო სესხი გაიცემა ნებისმიერი მიზნობრიობით, უზრუნველყოფის გარეშე. სესხებზე საზაფხულო აქციის პირობები მოქმედებს 15 ივლისამდე“, - ნათქვამია ბანკის ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა