სასამართლოს სასადილოში სარალიძე-კუპრავასთან მომხდარ ინციდენტზე ოთხ პოლიციელს საყვედური, მათ ხელმძღვანელ პირს კი, სასტიკი საყვედური გამოუცხადეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, შს სამინისტროს ხუთი მოსამსახურის მხრიდან გამოიკვეთა დისციპლინური გადაცდომის ფაქტი, - ამის შესახებ გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის სამმართველოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს ზაზა სარალიძეს გადაეცა. საუბარია საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზვიად კუპრავა პოლიციამ სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოთხ მათგანს შეეფარდა დისციპლინური სახდელი - საყვედური, ხოლო ადგილზე მყოფ ხელმძღვანელ პირს- სასტიკი საყვედური.

„დღეს ჩვენ გენინსპექციაში ვიმყოფებოდით სასამართლოს სასადილოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმებით გამოვლინდა ხუთი პირის სამსახურებრივი დისციპლინური გადაცდომა. ზომად გამოყენებული იქნა როგორც საყვედური, ასევე ხელმძღვანელი პირის მიმართ სასტიკი საყვედური, რაც თავის თავში დასჯის მიმართულებით კიდევ უფრო მეტს მოიცავს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი ჯგუფის პასუხისმგებლობა გამოკვეთილიყო, - განაცხადა ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ გენერალური ინსპექციიდან გამოსვლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზვიად კუპრავა სასადილოდან სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ზვიად კუპრავა ზაზა სარალიძესთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად სასადილოში იყო ჩასული. მასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დარბაზში ასვლა მოსთხოვეს. კუპრავამ პოლიციელებს უთხრა, რომ ის დაასრულებდა სადილობას და მალე ავიდოდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს და სასამართლო დარბაზში აიყვანეს. მცირე შეხლა-შემოხლის გამო, სასამართლოს სასადილოს ინვენტარი დაიმტვრა.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული ყავის კომპანია „მეამა“-ს შენობა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის სამეულშია
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს