ევროკავშირის პროექტის ინიციატივით, გენდერული თანასწორობის საკითხებზე ზესტაფონში დისკუსია გაიმართა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე დისკუსია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროექტიდან "ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად" აცნობეს, განსახილველი თემები იყო: გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით, ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტებისა და სამართლებრივი ნორმების მიმოხილვა. გენდერული ნიშნით ძალადობა - გლობალური და ეროვნული სტატისტიკური მონაცემების მიმოხილვა. ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებების მიმოხილვა. ასევე, იმსჯელეს როგორია მუნიციპალიტეტის როლი გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლაში და როგორ შეიძლება მუნიციპალიტეტი დაეხმაროს მთავრობას ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებში ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შესრულებაში.

დისკუსია პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის კომისიის მხარდასაჭერად“ ინიციატივით გაიმართა.

პროექტი - „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ დაიწყო 2017 წლის ოქტომბერში და დასრულდება 2019 წლის მაისში. მთავარი კონტრაქტორი არის NIRAS შვედეთი და კონსორციუმის წევრი CPM. გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია არის პროექტის მთავარი პარტნიორი და ასევე მისი ბენეფიციარი. პროექტის პარტნიორები არიან: ფინანსთა სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლების სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; საქსტატი; საქართველოს პროკურატურა; ადგილობრივი მუნიციპალიტეტები; მედია და სამოქალაქო სექტორი. პროექტის სამიზნე რეგიონებია: თბილისი, გორი, ზესტაფონი.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას ეფექტიანად განახორციელონ გენდერული მეინსტრიმინგი საჯარო მმართველობაში.

პროექტი შედგება ოთხი ძირითადი კომპონენტისგან: ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება მონაწილეობითი მიდგომის გზით; სქესის მიხედვით სეგრეგირებულ მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობა; ცოდნის ამაღლება გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების კუთხით; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაციის გაძლიერება პარტნიორებს შორის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა