არჩილ თალაკვაძე - ამ კვირაში ჩვენ მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვანიჭებთ მას პრემიერის სტატუსს და ლეგიტიმაციას

რეალურად ამ კვირაში პარლამენტში ჩვენ მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვანიჭებთ მას პრემიერ-მინისტრის სტატუსს და ლეგიტიმაციას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ მთავრობის დამტკიცების დაგეგმილ პროცედურებზე ისაუბრა.

„ამის შემდეგ მამუკა ბახტაძემ უნდა წარმოადგინოს მთავრობის განახლებული სტრუქტურა და განახლებული შემადგენლობა. ვინაიდან ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც კანონი არის უზენაესი, სწორედ ამ პროცედურით პარლამენტში ჩვენ ვიცავთ კანონს და ამავე დროს, მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვაძლევთ ლეგიტიმაციას, რომ ეს რეფორმა ჩაატაროს. იურიდიულ პროცესს, რომელიც ამ კვირაში უნდა გავიაროთ, პარლამენტში სხვა ინტერპრეტაციები არა აქვს და ვერც ექნება. მისი ერთადერთი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ ნდობა გამოვუცხადოთ პრემიერ-მინისტრს და მივცეთ მას შესაძლებლობა, წარმოადგინოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სტრუქტურა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა