გუბაზ სანიკიძე - ივანიშვილი შემოვიდა საკუთარ დანაღმულ ველზე და სქემა დაკარგა

ბიძინა ივანიშვილი როგორც ჩანს, მარცხენა ფეხით შემობრუნდა ქართულ პოლიტიკაში. ის შემოვიდა საკუთარ დანაღმულ ველზე და სქემა დაკარგა, - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გუბაზ სანიკიძე.

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც ღია პოლიტიკაში შემობრუნდა.

კვირიკაშვილის გადაყენების საფუძვლად კი სანიკიძე მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა „ფინანსური გარჩევები“ იყო.

სანიკიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ იცის რა არის პოლიტიკა და მრჩევლებიც მასზე არაკომპეტენტური ჰყავს.

„პრემიერ-მინისტრის შეცვლა უფრო გააღრმავებს კრიზისს, დრო და ტექნიკის საკითხია. ამ კრიზისიდან „ქართული ოცნება“ ვერ გამოვა. მან წითელ ხაზს გადააბიჯა და პოლიტიკურ მოუსავლეთში მიდის. თეა წულუკიანი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. მას ვერ მოხსნის ივანიშვილი, ვერ გაუშვებს. თეა წულუკიანი არ არის მონა, სხვებისგან განსხვავებით“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა