ანონსი 20 ივნისი

20 ივნისს, 13:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ცისფერ დარბაზში თბილისის ბალეტის ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, საბალეტო დასის ხელმძღვანელი და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ჰოლანდიის ელჩი საქართველოში იოს დაუმა დაესწრებიან.

20 ივნისს 14:00 საათზე, გერმანიის საელჩო სასტუმრო ibis Styles Tbilisi Center-ში გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის ფინალისტებისა და გამარჯვებულებისთვის საზეიმო მიღებას გამართავს.

მის.: ტაბიძის ქ. #4

საკონტაქტო პირი მზეხა მახარაძე - 593 59 28 72

20 ივნისს, 14:00 საათზე, „ტექნოპარკში“ მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტის“ მე-18 სეზონის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება, რომელსაც გალის რესურსცენტრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და და სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის.: ინოვაციების ქ. #7, ოქროყანა; ტექნოპარკი

საკონტაქტო პირი ირმა ჭარაქაშვილი - 555 94 70 75

20 ივნისს, 14:00 საათზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სისხლის დონორის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება.

მი.: ასათიანის ქ. #9

20 ივნისს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ორგანიზაცია „გენი ქართულის“ და გორის მერიის ინიციატივით, ბავშვთა კვება „ჰუმანას“ მხარდაჭერით ჩატარდება ლექცია–სემინარი: ბავშვთა სრულფასოვანი, ჯანსაღი, დაბალანსებული კვების მნიშვნელობა.

მის.: გორი, გრიგოლ ფერაძის ქ. #5, მერიის შენობა

20 ივნისს, 15:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში საკანონმდებლო წინადადების პროექტის „მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა“ განხილვა გაიმართება.

თბილისი, საქართველოს პარლამენტი, ოთახი N307 (A კორპუსი, III სართული)

20 ივნისს, 19:00 საათზე, კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს დავით გორგილაძე და ალექსანდრე ლორთქიფანიძე შეხვდებიან.

მის.: ჩუღურეთი, პაატა სააკაძის ქ. #1

საკონტაქტო პირი მარიამ მაღულარია - 595519451

20 ივნისს, 20:00 საათზე, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში გაიმართება პრეზენტაცია, რომელზეც საქართველოს კოსმოსურ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობები განიხილება. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე; ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე; ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის.: შოთა რუსთაველის გამზ.#3, ეროვნული მუზეუმი, (ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზო)

საკონტაქტო პირი ნატა კიზივაძე - 599 280 606

20 ივნისს, 20:00 საათზე, ღვინის უბნის ტერიტორიაზე, გაიმართება ღამის ფოტო ჩვენება „ინკლუზია: 10 ფოტოგრაფის მიერ მოთხრობილი 10 ისტორია“.

მის.: პეტრიაშვილის ქ. #1

საკონტაქტო პირი თინა ლაღიძე - 595 25 29 73

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო