გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1019 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში: ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა, გოჯიაანები და მიმდებარე სოფლებში, 12:15-დან 18:00 საათამდე 1579 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში: ახალშენი, მჭადიჯვარი, ქისიაანი, გრიგოლაანი, ჩუგუნიაანი და მიმდებარე სოფლებში.
“სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - აცხადებენ კომპანიაში.