Gallup poll - გამოკითხული ამერიკელების 45% დონალდ ტრამპის საქმიანობას დადებითად აფასებს

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საქმიანობას დადებითად გამოკითხული ამერიკელების 45% აფასებს. ამის შესახებ ნათქვამია ანალიტიკური სააგენტო Gallup poll-ის გამოკითხვის შედეგებში. აღსანიშნავია, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ ეს ტრამპის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მათ შორის, ვინც ტრამპის საქმიანობას დადებითად აფასებს, 90%-ს „რესპუბლიკელები“ შეადგენენ.

Gallup poll-ის ინფორმაციით, მთელი პრეზიდენტობის მანძილზე ტრამპს მის წინამორბედებთან შედარებით გაცილებით დაბალი რეიტინგები ჰქონდა.

გამოკითხვა ტელეფონის საშუალებით 11-17 ივლისს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1511 ადამიანმა მიიღო. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა