Amnesty International - მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოს ახალი მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა გახდეს

მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოს ახალი მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა გახდეს, - ამის შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის ახალ მოხსენებაშია ნათქვამი.

„სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა, მათ შორის პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიების დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა საქართველოს ახალი მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა გახდეს. არაეფექტური გამოძიებები, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევების გამო სამართალდამცველების დაუსჯელობა საქართველოში მრავალწლიან პრობლემას წარმოადგენს. 2013-2017 წლებში საქართველოს სახალხო დამცველმა ასეთი შესაძლო დანაშაულების 72 ფაქტი დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევებში საქმეები აღძრული იყო, გამოტანილი სასჯელების შესახებ ომბუდსმენის ოფისს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია“, - ნათქვამია ორგანიზაციის მოხსენებაში.

Amnesty International-ის მოხსენებაში მოყვანილია რამდენიმე რეზონანსული საქმე, კერძოდ კი დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობები, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, აფგან მუხთარლის, „ბირჟა მაფიას“ და დემურ სტურუას საქმეები.

„საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია დებს პირობას, რომ პოლიციისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს შექმნის. თუმცა, კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის შესახებ (შემოთავაზებული დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი) პარლამენტს განსახილველად მხოლოდ წელს გადაეგზავნა. შემოთავაზებული სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის დამოუკიდებლობა სერიოზულად არის კომპრომეტირებული, რადგან პროკურატურა "სამეთვალყურეო როლს" შეინარჩუნებს. ასევე არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი სააგენტო ითანამშრომლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან და შედეგად, რეალურად ეფექტური და დამოუკიდებელი არ იქნება“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა