მიხეილ ჩხენკელი და მიხეილ გიორგაძე ვერ აკონკრეტებენ, გადაწყვეტილი არის თუ არა განათლების და კულტურის სამინისტროების ერთ უწყებად გაერთიანება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის და კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატები მიხეილ ჩხენკელი და მიხეილ გიორგაძე ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, გადაწყვეტილი არის თუ არა ამ ორი სამინისტროს ერთ უწყებად გაერთიანება. მათ ჟურნალისტებთან საუბრისას მხოლოდ ის განაცხადეს, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხზე, რაც მცირე მთავრობის ჩამოყალიბების კონცეფციას ეფუძნება.

„ზოგადად მიმდინარეობს კონსულტაციები სამინისტროების ოპტიმიზაციის კუთხით. წინასწარ თქმა, თუ რა იქნება, არასწორია. ის, თუ როგორი სტრუქტურით ჩამოყალიბდება მთავრობა, კონსულტაციების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ გიორგაძემ.

ანალოგიური განმარტება გააკეთა განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა.

ჩხენკელის თქმით, მცირე მთავრობის კონცეფცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი და გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები როგორც სტრუქტურასთან, ასევე კადრებთან დაკავშირებით.

ჩხენკელის ინფორმაციით, კონსულტაციების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, როგორი იქნება განახლებული მთავრობის სტრუქტურული შემადგენლობა.

ამ წუთებში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის და ჯანდაცვის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიხეილ გიორგაძეს, მიხეილ ჩხენკელს და დავით სერგეენკოს უსმენენ.

მინისტრობის კანდიდატები დეპუტატებს პროგრამულ პრიორიტეტებს აცნობენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა