მოსკოვში, საცხოვრებელ ბინაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვში, კუტუზოვის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში საქართველოს მოქალაქე რომეო კოპალიანი გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად რუსულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ საცხოვრებელი ბინა საქართველოს ნაკრების წევრ საბა კვირკველიას ეკუთვნოდა და გარდაცვლილიც ქართველი ფეხბურთელის მეგობარი იყო, თუმცა კვირკველიას თქმით, ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.

"უკვე ექვსი თვეა იმ სახლში აღარ ვცხოვრობ. სახლი მეგობარს გადავეცი და იქ უკვე ნახევარი წელია აღარ ვყოფილვარ. გარდაცვლილი ჩემი მეგობარი არ ყოფილა. ეს ადამიანი საქართველოში ცნობილი ყოფილი ფეხბურთელია და იმის მეგობარია, ვისაც მე სახლი გადავეცი. მე ახლა საქართველოში ვიმყოფები, ეს ყველაფერი საინფორმაციოებიდან შევიტყვე და შოკირებული ვარ", - აღნიშნა კვირკველიამ Sport24-თან კომენტარში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა